ერიხ მარია რემარკის ცნობილი ფრაზები

ადამიანი ძლიერია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორცილებაში;

მარგალიტი მხოლოდ დიდ სიღმეში დევს;

ქალი ატყუებდა ცოცხალ ქმარს და დასტირის მკვდარს;

ომზე ლაპარაკი - პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებაა;

ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს ფეხს რაიმეს და დაეცემა;

განშორებისას სიხარულს არა გრძნობ მაშინაც კი, როცა სასოწარკვეთილებას ემშვიდობები;

სიკვდილი სასაცილო არასოდეს იქნება;

ქვეყნად ყველაფერს მოენახება ადგილი, მხოლოდ ადამიანის ადგილი არ არის არსად;

ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია;

არაფერი მეორდება, ვმეორდებით ჩვენ;

ძლაუფლება გადამდები სნეულებაა;

ადამიანმა უნდა გაიაროს სიყვარულის სახმილი , გაქცევით თავს ვერ უშველის;

რასაც დაივიწყებ, მერე ის მთელი სიცოცხლე გაკლია;

სიყვარული მარადიული სასწაულია;

როგორც კი ადამიანის სითბო მოსცილდება საგანი კვდება;

არ იფიქრო შედეგზე თორემ ვერაფერს გააკეთებ;

ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს;

სიცოცხლეზე უარის თქმა იოლია, მაგრამ მაშინ უარი უნდა თქვა რწმენაზე, შურისძიებაზე, კაცობრიობაზე;

ღამით დრო გაჩერებულია მხოლოდ საათი მიდის;

თავისუფლება უფლების მოყვარულთა მყვირალა ლოზუნგად იქცა;

მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ხსნიან;

ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა რაც მიცვალებული შვებულებაში;

არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა;

ყოჩაღი იქნები, ღარიბი თუ ხარ, მაშ, რა იქნები! მოძრავი ყოველთვის უფრო ძლიერია უძრავზე: წყალი კლდეზე ძლიერია;

ქალი ან გააღმერთე, ან მიატოვე;

წუთისოფლის მთელი სიმართლე ლამაზის მხარეზეა;

აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ;

სიყვარული ახსნა - განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები;

ჩვენს დროში ბევრი რამ ხდება? გადაშალეთ ისტორია და ნახავთ, რომ ჩვენ შედარებით მშვიდობიან დროში ვცხოვრობთ;

რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს, ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?;

სჯობს წამით სირცხვილი გამოსცადო, სამაგიეროდ შემდეგ სიმშვიდით დატკბე;

დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შესძლებდა ცხოვრებას, დავიწყება რომ არა? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი, რისი გახსენებაც არ სურს?

პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო;

შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი არა;

ვიყოთ კეთილნი, თუკი შეგვიძლია და ვიდრე შეგვიძლია. ვინ იცის, ცხოვრებაში რამდენი, ე.წ. დანაშაულის ჩადენა მოგვიხდება;

იცხოვრო - ეს ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა;

არასოდეს არაფერი არ ელოდება ადამიანს, - ყოველთვის თვითონ უნდა მიიტანოს თან ყველაფერი;

ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არ არის მარტო;

იმ ქალთა შორის, რომელიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმაპურად ქცეულა;

ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია;

არაფერს არ უნდა მიეჩვიო ქალის სხეულსაც კი;

სიყვარული - ესაა, როცა ადამიანები ერთმანეთს ეკუთვნიან. სამუდამოდ!;

ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე აღარაფერს არა გრძნობს;

თავის ოცდაცაემეტ წელსაც ვერ მიაღწევდა - ჩვენ დროში ქრისტე - ბევრად ადრე მოკლავდნენ;

ცხოვრება ჯოჯოხეთური სისწრაფით მიექანება, არაფერს არ უნდა მიეჩვიო;

სიყვარულს მეგობრობით არ სცხებენ ჩირქს დასასრული არის დასასრული;

არცერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის, ვინც უწინ გიყვარდა;

კომენტარი