სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოკაჰონტასი დისნეის ანიმაციიდან, რეალურად არსებობდა

პოკაჰონტასი დაიბადა 1595 წელს, დღევანდელი ვირჯინიის შტატის ტერიტორიაზე. მისი მამა იყო ინდიელების 25 ტომის გაერთიანების ძლევამოსილი ბელადი პოჰატანი. პრინცესას ნამდვილი სახელი იყო მოტოაკა, მაგრამ ინდიელების ტრადიციით ეს სახელი მარტო ოჯახის წევრებს უნდა სცოდნოდათ, ამიტომ სხვები მას პოკაჰონტასს ეძახდნენ, რაც “პატარა ანც გოგონას” ნიშნავს.

პოკაჰონტასმა პირველად თეთრი ადამიანი მაშინ დაინახა, როდესაც 1607 წელს ინგლისური გემი მიადგა ამერიკის სანაპიროს. ცნობილი ანიმაციური ფილმის მეორე მთავარი გმირი ჯონ სმიტი კი ოდნავ მოგვიანებით გაიცნო, როდესაც სმიტის ექსპედიციას აერია გზა-კვალი და ტყვედ ჩაუვარდა ინდიელებს. პოკაჰონტასის მამამ ბრძანა მისი ჩაქოლვა, თუმცა ბელადის საყვარელი პატარა პრინცესა პოკაჰონტასი გაიქცა დატყვევებულისკენ და მის გადასარჩენად თავზე შემოხვია ხელები. პოჰატანმა შეიბრალა ჯონ სმიტი და ამიერიდან ის თავის “მეგობრად” და “შვილად” აღიარა. რამაც მათ მეგობრობას ჩაუყარა საფუზველი.

1609 წელს ჯონ სმიტი მძიმედ დაიჭრა დენთის აფეთქების შედეგად და ინგლისში დაბრუნდა, პოკაჰონტასს კი უთხრეს, რომ ის მოკვდა.

1610 წელს პოკაჰონტასი გათხოვდა თავის ტომის წარმომადგენელ – კოკოუმაზე. ინდიელებსა და კოლონისტებს შორის ურთიერთობებიც დაიძაბა, ხშირი იყო შეტაკებებიც. ერთ-ერთმა კოლონისტმა – ჩაიფიქრა პოკაჰონტასის მოტაცება, რათა შემდეგ ის გაეცვალა ინგლისელ ტყვეებში და ხორბალში. მან ჩანაფიქრი აასრულა 1612 წელს. მოტაცების შემდეგ პოკაჰონტასი მიიყვანეს ინგლისურ დასახლებაში, სადაც შეისწავლა ინგლისური, გაეცნო ქრისტიანობას და გაიცნო ჯონ როლფი.

ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ პოკაჰონტასი დააბრუნეს სახლში, თუმცა მან განაცხადა, რომ უყვარს ჯონ როლფი და მასზე უნდა გათხოვება. პოჰატანი და ინდიელები დაეთანხმნენ მის წინადადებას, რითაც საშუალება მიეცემოდათ ზავი დაედოთ ინგლისელებთან. ქორწინებისთვის ერთ-ერთი დაბრკოლება ის იყო, რომ ჯონ როლფი კათოლიკე იყო, ხოლო პოკაჰონტასი წარმართი, თუმცა არც ამას შეუშლია ხელი – პოკაჰონტასი ქრისტიანულად მოინათლა. ნათლობაზე მან მიიღო ახალი სახელი – რებეკა. პოკაჰონტასს და ჯონ როლფს შეეძინათ 1 შვილი.

ქორწილის შემდეგ დამყარდა მშვიდობა, რომელმაც 8 წელიწადს გასტანა. მშვიდობის დამყარებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებასაც. პოკაჰონტასის მეუღლემ გადაწყვიტა თამბაქოს გასაღების ახალი ბაზრების გამოძებნა, მათ შორის ინგლისისაც. ამის გამო 1616 წელს ჯონ როლფი, პოკაჰონტასთან, შვილთან და რამდენიმე ინდიელთან ერთად გაემგზავრა ინგლისში.

მათი ინგლისში გამოჩენა იყო სენსაცია. პოკაჰონტასს და ჯონ როლფს აუდიენცია ჰქონდათ ინგლისის მეფე იაკობ I-თან, ასევე ლონდონის უმაღლეს წრეებში. პოკაჰონტასს ყველა იცნობდა როგორც სამეფო სისხლის მქონე ადამიანს და ყველა ეძახდა პრინცესა პოკაჰონტასს. ყველა მოხიბლული იყო პოკაჰონტასის მომხიბვლელობით, ჭკუით, მომიხვრით და უაქცენტო ინგლისურით.

სწორედ ინგლისში ვიზიტისას, შეხვდა პოკაჰონტას ჯონ სმიტს, რომელიც გარდაცვლილი ეგონა. ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, რომ ჯონი და პოკაჰონტასი შეყვარებულები იყვნენ, ასევე უცნობია ინგლისში მათი შეხვედრის დეტალებიც, თუმცა საკმაოდ გავრცელებულია, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯონ სმიტი პრინცესას პირველი სიყვარული იყო.

ინდიელების პრინცესამ ინგლისში 7 თვე გაატარა, სამშობლოში დაბრუნება კი ვეღარ მოასწრო, რადგან უკურნებელი სენით დაავადდა და 22 წლის ასაკში უცხო მიწაზე დაასრულა სიცოცხლე. ის ინგლისში, ერთ-ერთი პატარ ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს.

პოკაჰონტასის გარდაცვალების შემდეგ, ჯონ როლფი დაბრუნდა ამერიკაში, სადაც მეორედ დაქორწინდა, თუმცა 5 წლის შემდეგ პოკაჰონტასის ბიძამ მოკლა ინდიელებთან შეტაკებისას.

2002 წელს დიდ ბრიტანეთში აუქციონზე გაიყიდა ჯონ სმიტის ჩანაწერები, სადაც აღწერილია პოკაჰონტასის ნამდვილ ისტორია. პოკაჰონტასი იყო პირველი ინდიელი ქალი, რომელიც მოინათლა ქრისტიანად. ეს სცენა გამოსახულია კაპიტოლეუმის ერთ-ერთ როტონდაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100