ორგაზმი და ინტელექტუალი ქალის პრობლემები

კანადელმა სექსოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალის ორგასტულ მახასიათებელსა და ინტელექტს შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა - რაც უფრო მაღალია ინტელექტი, მით უფრო ძნელად მისაღწევია ორგაზმი.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 1500 ქალი. საშუალო განათლების ქალებისათვის ინტიმური ცხოვრებით მოგვრილი კმაყოფილების მაჩვენებელი აღწევდა 70%-ს, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ქალებში - 55%-ზე ნაკლები იყო. ისინი გაცილებით იშვიათად კმაყოფილდებოდნენ სექსუალური ცხოვრებით (ან ვერ კმაყოფილდებოდნენ საერთოდ) და მათ შორის ისეთიც ბევრი იყო, ვისაც საერთოდ არაფრად აინტერესებდა პირადი ცხოვრების ეს სფერო.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალებს, ვისაც აქვს კარგი განათლება და მაღალი „IQ" (ინტელექტის კოეფიციენტი), სექსუალურად დაკმაყოფილების ნაკლები შანსი გააჩნიათ; მაშინ, როდესაც ნაკლებად განათლებულებსა და ნაკლებად ნიჭიერებს შანსები გაცილებით უფრო მეტი აქვთ!

მაგრამ, იმისათვის, რომ ინტელექტუალმა ქალებმა გული არ გაიტეხონ, მათ აქვე მოვახსენებთ, რომ არსებობს სხვა მონაცემებიც: ფრიდრიხისა და შტარკეს მიხედვით, პირიქით - გონებრივი შრომით დაკავებული ქალები უფრო მაღალი სექსუალური რეაქტიულობით გამოირჩევიან, აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან და მისგან გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე დიასახლისები; საერთოდაც, ამ მეცნიერთა თვალსაზრისით, სექსუალური კმაყოფილების ხარისხი ქალებში სტატისტიკურად დაკავშირებულია მათ სოციალურ აქტივობასთან, საყვარელ პროფესიასთან, ინტელექტუალურ და სპორტულ გატაცებებთან, კონტაქტურობასა და სიცოცხლის ხალისთან.

კომენტარი