ქალების სექსუალური ჩაცმულობა – მამაკაცების იმპოტენციის მიზეზი

დასავლური ცივილიზაცია თანდათანობით, ნაბიჯ–ნაბიჯ გარდაიქმნება სექსუალურად დაუკმაყოფილებელ და, როგორც შედეგი – წარუმატებელ და ფიზიკურად არაჯანსაღ ადამიანებად.

ამერიკელებმა გამოაქვეყნეს 30 წლის მანძილზე ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგები. აღმოჩნდა, რომ 60 წლის ასაკს ზემოთ, სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილ მამაკაცთა 80%–ს, მადომინირებელ დაავადებათა შორის ჰქონდათ წინამდებარე ჯირკვლის კიბოც. 30 წლის ასაკზე მეტი ხნის ყოველი მესამე ამერიკელი და ევროპელი უჩივის პოტენციის კლებას ან პროსტატის პრობლემებს.

სრულიად სხვაგვარია სურათი მუსულმანურ აღმოსავლეთში. არაბული ქვეყნების მამაკაცებში პროსტატის კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს დაკავშირებული იყო კლიმატურ პირობებთან და საკვების თავისებურებებთან; ბეჯითად დაიწყეს შეიხთა რაციონის შესწავლა – ხომ არ იყენებდნენ ისინი რაიმე ისეთ პროდუქტს, რომელიც პროფილაქტიკური მოქმედებით ხასიათდებოდა. ასეთი არაფერი აღმოჩნდა. დასმული საკითხის პასუხი კი ზედაპირზე იდო.

„საქმე ის გახლავთ, რომ სექსუალური რევოლუციის დროიდან, განვითარებული სახელმწიფოების ქალების მოდაში შემოვიდა ქუჩაში ნახევრად შიშველ მდგომარეობაში სიარული. ამ დროს აღმოსავლელი ქალები კვლავინდებურად ხალათებში არიან გახვეულნი და სახე ფარანჯით აქვთ დაფარული", – ასე ხსნის სიტუაციას რუსეთის კულტუროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი კიტაევ–სმიკი; რუსი ფიზიოლოგი ირწმუნება, რომ მამაკაცის უმრავლეს დაავადებებში დამნაშავენი არიან ქალები, რომლებიც ირჩევენ ჩაცმისა და ქცევის ერთობ მსუბუქ სტილს.

მამაკაცს არ შეუძლია დაიკმაყოფილოს ყველა ის სურვილი, რომელიც მას ქუჩაში აღეძვრება. გარშემო სულ ქალის შიშველი სხეულებია – მინი ქვედატანი, გამჭვირვალე მაისურები... თანამედროვე მოდა ბუნებრივად იწვევს მამაკაცში ქალისადმი ლტოლვას – ძალიან ბევრია მრუშული ვნება და ძალიან ცოტაა ამ ვნების დაკმაყოფილების საშუალება... თუკი ქალი არ ცნობს მამაკაცს ურთიერთობის ღირსად, არ მისცემს მას საკუთარი სხეულის დაუფლების ნებას, კაცს განუვითარდება ანთებადი პროცესები და, რიგ შემთხვევებში, იმპოტენცია. თანამედროვე სამყაროში იმპოტენციის 70% არის ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი რეაქცია მუდმივად არარეალიზებული აგზნებით გამოწვეულ სტრესზე.

ამერიკელმა სექსოლოგებმა დაადგინეს იმ მავნე ზემოქმედებათა რეიტინგი, რომლებიც იწვევენ იმპოტენციას

ინტერნეტ–პორნოგრაფიის თვალიერება

ვიდეოეროტიკის და პორნოგრაფიის თვალიერება

შილიფად ჩაცმული გოგონების თვალიერება ქუჩაში

ეროტიკული ჟურნალების კითხვა

სტრიპტიზ–ბარებში სიარული

ამერიკელი სექსოლოგების დასკვნით, ქალები საფლავს უთხრიან მამაკაცის ჯანმრთელობას თავიანთი შიშველი ფეხებითა და ამოჭრილი დეკოლტეებით. ზემოხსენებული რუსი ფიზიოლოგი კიტაევ–სმიკი დასძენს: „ყოველი ლამაზმანი, რომელიც მოკლე მაისურით მიდის პაემანზე, მხოლოდ ერთ ადამიანს აბედნიერებს; ხოლო ათეულობით გზაში შემხვედრთ – აინვალიდებს. სტრიპტიზის მოცეკვავეებს საერთოდაც შეიძლება ვუწოდოთ „მასობრივი განადგურების იარაღი", რომლებმაც დასავლური ცივილიზაცია უკევ აქციეს „შეზღუდული ერექციის საზოგადოებად"!

კომენტარი