სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვირთხების მთავარი საიდუმლო ამოხსნილია

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვირთხები ყველაზე სრულყოფილი მღრღნელები არიან. ისინი საკუთარი სრულყოფილებით უკან იტოვებენ ციყვებსა და თახვებსაც კი.

ადამიანისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ვირთხას შეუდარებლად შეუძლია ნებისმიერი ნივთის დაღრღნა. ამ შემთხვევაში კი ჩნდება კითხვა: როგორ ახერხებენ ასე მოქმედებას მხოლოდ ვირთხები და არა სხვა მღრღნელებიც?

ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანელმა, იაპონელმა და ფრანგმა მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს. როგორც აღმოჩნდა, მღრღნელები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთი კატეგორია წინა ეშვების გამოყენებით, მეორე კატეგორია კი უკანა კბილების გამოყენებით ღრღნის. რაც შეეხება ვირთხებს, ისინი მთლიან პირის ღრუს იყენებენ რაიმე ნივთის დასამუშავებლად.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვირთხა რაიმე ნივთის „დამუშავების“ დროს სხეულის თითოეულ კუნთს იყენებს. იგი მაქსიმალურად მობილიზებულია და მუშაობის დროს იმდენად დაჭიმულია, რომ ქვასავით მაგრდება. ამ დროს კატასაც კი უჭირს მისთვის კბილების ჩავლება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეულ ვირთხას მცირე დროში შეუძლია ზრდასრულ ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამავდროულად, ისინი მრავალი ინფექციის გადამტანები არიან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ცოფი, რომელიც განუკურნებდია და ვირთხის, ციყვისა თუ თახვის კბენის შემთხვევაში ადამიანმა შესაბამისი ვაქცინა აუცილებლად უნდა გაიკეთოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100