კანადელი მეცნიერები: მედიცინამ კიბო დაამარცხა, მაგრამ ამას გულდაგულ მალავენ

კანადელმა მკვლევარებმა კიბოს უებარ და სრულიად უბრალო წამალს მიაკვლიეს, მაგრამ მსოფლიოს უმსხვილესი ფარამაცევტული კომპანიები ამით, რატომღაც, არ ინტერესდებიან.

კანადაში, ედმონტონში მდებარე ალბერტის უნივერსიტეტის სწავლულებმა კიბო განკურნეს, თუმცა ახალ ამბებსა და ტელეგადაცემებში ეს ამბავი თითქმის არ გაჟღერებულა, იმის მიუხედავად, რომ აღმოჩენა შარშან, მაისში გაკეთდა.

კიბოს განკურნება მარტივი მეთოდით, არც ისე რთული პრეპარატის გამოყენებით მოხდა. მეთოდის დროს გამოიყენეს დიხლორაცეტატი (dichloroacetate), რომელიც აქამდე გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევის დროს. სწავლულები ირწმუნებიან, რომ სწორედ ამიტომ არ ღირს ნერვიულობა მის უკუჩვენებასა და გვერდით მოვლენებზე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს პატენტს და, აქედან გამომდინარე, ავადმყოფს არ მოუწევთ მსოფლიოს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოშვებული ძვირადღირებული წამლების შეძენა.

კანადელმა მეცნიერებმა დიხლორაცეტატი ადამიანის ქსოვილებზეც გამოსცადეს. პრეპარატმა მოაშთო კიბოს უჯრედები ფილტვებზე და ტვინში, ისე რომ ჯანმრთელობა არ დაუზიანებია. მანამდე ეს წამალი ვირთხებზეც გამოსცადეს, რომლებსაც სიმსივნის რთული ფორმა ჰქონდათ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კიბოს მეტასტაზები კლებულობდა და თანდათან ქრებოდა, როცა ვირთხებს წყალში დიხლორაცეტატს უმატებდნენ.

წყარო

კომენტარი