ღამის ცაზე "ვარდისფერი სუპერმთვარე" გამოჩნდა (ფოტო)

სუპერმთვარე - ეს არის მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან, მის ელიფსურ ორბიტაზე. შედეგად, დედამიწადან მთვარე ზომაში ბევრად უფრო დიდი ჩანს.

აპრილის სუპერმთვარე პირველი იყო 2021 წელს (მომდევნო სუპერთმვარე 26 მაისს). მთვარე, შემდეგი სამი დღე-ღამის განმავლობაში სავსე იქნება, ხოლო 29 აპრილს ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით მერკურიც გამოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ მოვლენას ვარდისფერი სუპერმთვარე უწოდეს, ის სინამდვილეში სულაც არ გამოიყურება ვარდისფრად. როგორც NASA-ს მეცნიერები ხსნიან, ამ სუპერმთვარეს ვარდისფერს იმიტომ უწოდებენ, რომ აშშ-ში ვარდისფერი მთის ფლოქსი ყვავის. აღსანიშნავია, რომ მოვლენას სხვა სახელწოდებაც აქვს, მაგალითად ადრე, ზოგიერთი ტომი, რომელიც სანაპიროზე ცხოვრობდა, თევზის მთვარეს უწოდებდა, რადგან ამ დროს ამერიკული შადი ქვირითობს.

კომენტარი