მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რელიგია

ბაჰაიზმი XIX საუკუნეში, სპარსეთში (დღევანდელი ირანი) ჩამოყალიბდა და მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბაჰაიზმის დამაარსებელია ბაჰაულა (1817-1892). რელიგიის მიმდევრებს ბაჰაისტები ან უბრალოდ ბაჰაი (ბაჰა-ი) ჰქვიათ.

ბაჰაიზმის მსოფლმხედველობას საფუძვლად უდევს ერთადერთი ღმერთის — ალაჰის რწმენა, ანუ იგი მონოთეისტური რელიგიაა, ხოლო მისი ძირითადი დებულებები უფრო რომელიმე უტოპიური პოლიტიკური მიმდინარეობის თეზისებს ჰგავს.

ბაჰაიზმის თერთმეტი დებულებაა: მსოფლიო რელიგიათა და მათი წყაროთა ღვთაებრივი წარმოშობის აღიარება; ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება; რასობრივი, კლასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა წინააღმდეგობების გადალახვა; რელიგიისა და სამეცნიერო პროგრესის თანამშრობლობა, საზოგადო განათლების მნიშვნელობის და აუცილებლობის აღიარება; ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა, მოსახლეობის სიღატაკესთან ბრძოლა; საერთაშორისო უშიშრობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, ახალი მსოფლიო ფედერალური სისტემის შექმნა - ყველა სახელმწიფოების ერთი ხელისუფლების და ერთი სარწმუნოების (ბაჰაიზმის) ქვეშ გაერთიანება; მაღალზნეობრივი ცხოვრების პრაქტიკა; საერთაშორი ენა ; ახალი სულიერი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა.

2005 წლისთვის, ამ სარწმუნოებას მთელ მსოფლიოში 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. ბაჰაიზმის წმინდა წიგნია „ქითაბე აყდას“, ხოლო ბაჰაულას გარდა, მისი მნიშვნელოვანი პიროვნებებია ბაბი, აბდულ ბაჰა და შოღი ეფენდი.

დედამიწის ყველა დასახლებულ კონტინენტზე არსებობს ბაჰაისტების ტაძრები, რომელთა კარები ყველა სარწმუნოების მიმდევრებისთვის ღიაა.

თავის სამშობლოში - ირანში, ბაჰაიზმი სასტიკად აკრძალულია.

კომენტარი