სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორის კუფტინი - მეცნიერი-არქეოლოგი

ბორის კუფტინი - რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, 1898 წელს დაიბადა.

1919 წლიდან იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგი. 1933-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. კუფტინის პირველი შრომები ეხება რუსეთის და უკრაინის ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. 1933 წლიდან, ძირითადად, საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოს და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა, შედეგები გამოაქვეყნა ნაშრომში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (ტ. 1, 1941), რომელსაც 1942 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

კუფტინმა გამოყო, აგრეთვე, მტკვარ-არაქსის კულტურა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა კუფტინის ორტომიან ნაშრომში „მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის“ (1949-1950).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100