სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამიწას 2029 წლამდე ექვსი ასტეროიდი მოუახლოვდება - გვემუქრება თუ არა გლობალური კატასტროფა უახლოეს მომავალში?

დედამიწას 2029 წლამდე ექვსი ასტეროიდი მოუახლოვდება, ერთ-ერთი მათგანი, აპოფისი კი შესაძლოა გლობალური კატასტროფის მიზეზიც გახდეს - იუწყება Space.com.

პირველი ასტეროიდი 2027 წელს მოუახლოვდება ჩვენს პლანეტას - აღნიშნავენ მკვლევარები. 1990 წლის MU-ს წინასწარი შეფასების მიხედვით, ციური სხეული შეადგენს 2.8 კმ დიამეტრს. ბოლო, მეექვსე ასტეროიდი არის აპოფისი, რომელიც, მეცნიერთა მტკიცებით 2029 წელს გამოჩნდება. რამდენიმე წლის წინ ვარაუდობდნენ, რომ ეს უკანასკნელი დედამიწას 2036 წელს ეწვეოდა, თუმცა მან სიჩქარე შეიცვალა და ახლა მკვლევარები მისი საშიშროების ყველაზე ზუსტ დროზე საუბრობენ.

ამის შესახებ NASA-შიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული, დედამიწა გლობალური კატასტროფის ზღვარზე იყოს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ 2029 წლამდე ასტეროიდი პოფისი მიმართულებას შეიცვლის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის იმაზე ახლოსაა დედამიწასთან, ვიდრე მთვარე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100