მეცნიერები ხმამაღლა ალაპარაკდნენ იმ სასიკვდილო საფრთხის შესახებ, რომელიც ტუალეტის წყალს გააჩნია

მეცნიერები ფიქრობენ, რომ უნიტაზები, აბაზანაში დამონტაჟებული ნიჟარები თუ დუშები სასიკვდილო ბაქტერიების ბუდეა.


არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აბაზანაში გავრცელებული მძიმე ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმს უფრო და უფრო ჭამს - წერს სამეცნიერო ჟურნალი Medical Express.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სხვადასხვა შენობების აბაზანებიდან აიღეს სინჯები და როგორც აღმოჩნდა, მდგომარეობა საგანგაშოა. გარდა იმისა, რომ წყალი ინფექციის გადატანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალებაა, ის ასევე კვებავს იმ ბაქტერიებს, რომელიც ჩაბუდებულია ონკანებსა და მილებში, ხოლო აბაზანა ყველაზე ბაქტერიული წერტილია და აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, აბაზანის წყლის ყოველდღიური მოხმარება იწვევს ორგანიზმის დღითი დღე დაბინძურებას, რაც იმუნიტეტის სერიოზულ დეფიციტსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს იწვევს, რომლის 25% სასიკვდილოა.


კომენტარი