სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რონ უაიტი: ჩვენგან განსხვავებით, ქრისტეს სისხლში მხოლოდ დედის ქრომოსომებია... (ვიდეო)

ვიდეოს ტექსტის თარგმანი ინგლისურიდან:

„მშრალი სისხლი – მკვდარი სისხლია. ეს ყველამ იცის. ხომ ასეა? შეიძლება ცავატაროთ ფარაონთა და მათი მუმიების სისხლის ანალიზები, შეიძლება სხვადასხვა რამის გაკეთება, მაგრამ შეუძლებელია ქრომოსომებზე ანალიზის ჩატარება იმ მეთოდებით, რაც ჩემთვის ცნობილია. რასაკვირველია, ვერ დავიჩემებ, რომ ყველაფერი ვიცი – სამყარო ხომ ვიტარდება, მაგრამ მე ვიცი, რომ მკვდარ სისხლზე ქრომოსომული ანალიზის ცატარება შეუძლებელია. შეიძლება დნმ–ის აღება, მაგრამ არა ქრომოსომების რაოდენობის დაზუსტება – ეს მხოლოდ ცოცხალი, თეთრი სისხლის უჯრედებზე კეთდება. ასე რომ, ამ ანალიზის ჩასატარებლად მე მივიტანე ეს სისხლი ისრაელის ერთ–ერთ ლაბორატორიაში, რადგან მანამდე გავიკითხე და მითხრეს, რომ სწორედ ეს ლაბორატორია იყო კარგი და სანდო.

მე ვუთხარი მათ: „გთხოვთ, ჩაატარეთ ამ სისხლის ანალიზი და მითხარით მასზე ყველაფერი, რის თქმასაც შესძლებთ“. მათ მიპასუხეს: „კარგით, ჩვენ მას აღვადგენთ, მარილის წყალში ჩავდებთ 72 საათის განმავლობაში, სხეულის ტემპერატურით, ცოტა ხანს მოვურევთ“. – ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. მე ვთხოვე მათ, რომ დავესწრებოდი ანალიზის ცატარების პროცესს, რაზეც დამთანხმდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ მათ მითხრეს: „ეს ადამიანის სისხლია. ყველანაირი ანალიზი ჩავატარეთ და დავადგინეთ“. მე ვთხოვე, აეღოთ სისხლის თეთრი უჯრედები, ემყოფებინათ ისინი გაზრდისთვის ხელსაყრელ გარემოში, სხეულის ტემპერატურის მიხედვით, 48 საათის განმავლობაში. მათ მითხრეს, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან სისხლი მკვდარი იყო. მე მათ ვთხოვე, გაეკეთებინათ ეს ჩემთვის და მიპასუხეს: „კარგი, გავაკეთებთ“. მე ვთხოვე და დავრჩი იქ იმ დროს, როცა ამ სისხლის ხელახალი შესწავლა დაიწყეს – მივედი კიდეც და ვნახე, როგორ ათვალიერებდნენ მიკროსკოპის ქვეშ. უცებ, ერთმა თანამშრომელმა მეორეს დაუძახა, მერე დაუძახეს უფროსს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ივრითზე საუბრობდნენ, მერე კი მე შემომხედეს და მითხრეს:

„მისტერ უაიტ, ამ სისხლში მხოლოდ 24 ქრომოსომაა!“

ყოველ ჩვენგანს აქვს 46 ქრომოსომა: 23 დედისგან და 23 მამისგან. მათგან 22 აუტოსომა დედისგან და 22 მამისგან, პლუს X ქრომოსომა დედისგან და X ან Y ქრომოსომა მამისგან. ამ სისხლში კი იყო 23 ქრომოსომა დედისგან და მხოლოდ ერთი, Y ქრომოსომა.

ბავშვი ვერ სეძლებს განვითარებას, თუ არ ექნება აუტოსომები დედისგან. მისი ყველა ფიზიკური მახასიათებელი მხოლოდ დედის მხრიდან განისაზღვრებოდა, დედის აუტოსომებით. მამრობითი სქესი კი ერთი, Y ქრომოსომით განისაზღვრებოდა, რომელიც არ იყო ადამიანისგან მიღებული.

შემდეგ მათ თქვეს: „ეს ცოცხალი სისხლია“ და მკითხეს: „ვისია ეს სისხლი?“

მე კი ვუპასუხე: „ეს თქვენი მესიის სისხლია...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100