ჩაის რეგულარული მიღება სიცოცხლეს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს - მეცნიერების მოულოდნელი აღმოჩენა

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს - ჩვეულებრივი ჩაის რეგულარული მიღება ხელს უშლის ორგანიზმში დაავადებების განვითარებას.

სითხე ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვებისთვის არის საუკეთესო წამალი. ის იცავს ორგანიზმს ინფარქტისა და ინსულტისგან.
კვლევის მიხედვით, ჩაიში გაერთიანებულია ათამდე სხვადასხვა ვიტამინი, რაც იმუნიტეტის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა და უამრავ მედიკამენტზე მეტად ავსებს ორგანიზმს.
კარდიოლოგთა განცხადებით, დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩაის მოყვარულ ადამიანებს ნაკლები რისკი აქვთ განუვითარდეთ იშემიური თუ გულის სხვადასხვა დაავადებები. მას ასევე თერაპიული დანიშნულებაც აქვს და ნერვული სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ბრიტანელი მკვლევარების მტკიცებით კი, ჩაის მიღებისას ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, რომელიც განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

კომენტარი

×