"შინაური ცხოველები ადამიანს ბედნიერს ხდის" - ფსიქოლოგი, რომელმაც ჰარმონიულობის გასაღებს მიაგნო

შინაური ცხოველები ადამიანს არა მარტო ბედნიერს ხდიან, არამედ პატრონის წარმატებაზეც დადებითად მოქმედებენ - ამის შესახებ ბრიტანელმა მეცნიერმა და ფსიქოლოგმა კორინ სვიტმა განაცხადა.


მისი თქმით, პატრონსა და შინაურ ცხოველს შორის ყალიბდება გარკვეული ტიპის უხილავი ჯაჭვი, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე დადებითად აისახება. ოთხფეხა მეგობრები საზოგადოების სოციალურ აქტივობებზე ახდენენ გავლენას. დადებითი ემოციებით დამუხტული ადამიანები უფრო ბედნიერები და წარმატებულები არიან კარიერულადაც.

იმისათვის, რომ ეს საბოლოო დასკვნა გაეკეთებინა, სვიტმა ჩაატარა ცდები ადამიანთა ორ ჯგუფზე - ვისაც ჰყავდა შინაური ცხოველები და ვინც მათ გარეშე ცხოვრობდა. ორივე ჯგუფის შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ შინაური ცხოველების პატრონების პირადი ცხოვრებაც ბევრად მოწესრიგებული იყო, რადგან მათ სხვა ღირებულებები აქვთ ჩამოყალიბებული პარტნიორებთან მიმართებაში, რაც იმ ფსიქოლოგიური ზეგავლენის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ოთხფეხა მეგობრებისგან მიიღეს. ასევე, შინაური ცხოველების მოყვარულები ბევრად უფრო ეფექტურად უმკლავდებიან სხვადასხვა ყოფით პრობლემებს იმათგან განსხვავებით, რომლებსაც კატა, ძაღლი ან რომელიმე ცხოველი არ ჰყავს გაზრდილი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების გაზრდას შინაურ ცხოველებთან ერთად - ისინი მათთან ჰარმონიულ ურთიერთობას სწავლობენ, არიან უფრო მშვიდები და მეგობრულები, კარგად აქვთ ჩამოყალიბებული სხვაზე ზრუნვის თვისება და ნერვული სისტემა.

კომენტარი

×