ეგზოპლანეტები გალაქტიკაში

ეგზოპლანეტა ისეთი პლანეტაა, რომელიც ბრუნავს სხვა ვარსკვლავის (არა მზის) გარშემო, ანუ არ ეკუთვნის მზის სისტემას. 2009 წლის აგვისტოსთვის, აღმოჩენილია 373 ეგზოპლანეტა. მათი უმრავლესობის შემჩნევა შესაძლებელი გახდა რადიალური სიჩქარის დაკვირვებით და სხვა არაპირდაპირი მეთოდებით. ეგზოპლანეტათა უმრავლესობა მასიური გაზის პლანეტებია, რომლებიც, სავარაუდოდ, იუპიტერს ჰგავს, თუმცა ეს უფრო სელექციის ეფექტია, ვინაიდან მათი პირდაპირი აღმოჩენის ტექნოლოგია ჯერ არ არსებობს.

ეგზოპლანტების ძიებისთვის გამოიყენება რამოდენიმე განსხვავებული ხერხი, ერთნი მეტად არის გამოყენებული სამეცნიერო პრაქტიკაში, სხვანი - ნაკლებად. პირველად, 1991 წელს, წარმოშობით პოლონელმა ასტრონომმა ალექსანდრე ვოლშჩანუმ შეძლო აღმოეჩინა მცირე პლანეტები მკვდარ ნეიტრონულ ვარსკვლავებთან. ამ პლანეტებში უმსხვილესთა მასა მხოლოდ ოთხჯერ აღემატებოდა დედამიწის მასას, ხოლო ყველაზე მცირე კი მზის სისტემის ნებისმიერ პლანეტას ჩამოუვარდებოდა.

ძიების უკანასკნელი მეთოდი გაჩნდა რამოდენიმე წლის წინ (ორბიტალური და დედამიწაზე უმსხვილესი ტელესკოპების, ადაპტიური ოპტიკით დატვირთული) პირდაპირ პლანეტის სინათლის გამოჭერა. შესაძლებელი გახდა სპექტრში „მინარევების“ აღმოჩენა. სამწუხაროდ, აღმჩენილი პლანეტები ისეთი დიდია, რომ შეიძლება მცირე „არგამომდგარ“ ვარსკვლავებს, ყავისფერ ჯუჯებს შევადაროთ. მათი მშობლიური ვარსკვლავებიც საკმაოდ მცირე ზომისები არიან. თვითონ აღმოჩენებიც საკამათო აღმოჩნდენ - რთულია განასხვავო ყავისფერი ჯუჯა და გიგანტური პლანეტა, მაგრამ სიტუაციაც უკეთესობისკენ იცვლება. 2008 წელს, ნამდვილი გარღვევა მოხდა. შესაძლებელი გახდა სურათი გადაეღოთ შედარებით მცირე პლანეტისთვის „ნორმალური“ ვარსკვლავის მიდამოებში, თანაც ოპტიკურ და არა ინფრაწითელ დიაპაზონში.

კომენტარი