ბიჰევიორიზმი - პრაგმატული ფსიქოლოგია

ბიჰევიორიზმი ამერიკული პრაგმატული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც ფსიქიკას განიხილავს მხოლოდ როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების ერთობლიობას, გარე ზემოქმედებაზე - სტიმულირებაზე.

ბიჰევიორიზმი წარმოიქმნა 1913 წელს, ჯონ უოტსონის (1878-1958) დეკლარაციების წყალობით, რომელიც გადმოცემული იყო მის სტატიაში „ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალსაზრისით“. გამოიყენეს რა პავლოვის მოძღვრება და ედუარდ ლი თორნდაიკის მიერ განხორციელებული ცხოველების ქცევის კვლევა, ბიჰევიორისტები ვარაუდობენ, რომ სწავლის და გამოცდილების შეძენის კანონები ადამიანებსა და ცხოველებში ერთნაირია. გამორიცხეს რა ინსტინქტები თავიანთი ინტერესების სფეროდან, ბიჰევიორისტები დაინტერესდნენ მხოლოდ ქცევითი ჩვევების გამომუშავების კანონზომიერებებით.

20-იან წლებში, ბიჰევიორიზმი დაიყო რიგ მიმართულებებად, ხოლო 30-იან წლებში გაჩნდა ნეობიჰევიორიზმი. მან შესწორება შეიტანა თავდაპირველ ბიჰევიორიზმში, აღიარა შუალედური რგოლი სტიმულსა და რეაქციას შორის, შემოიღო რა ცნება „შუალედური ცვლადები“, რომელთაც განეკუთვნა ქცევის მოტივები, მიზნები და სხვა „შინაგანი“ კომპონენტები. ბიჰევიორიზმში შემუშავებული ჩვევების ფორმირების კვლევის მეთოდიკები ფართოდ გამოიყენება ქცევის ფსიქოლოგიაში.

კომენტარი