სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქოკინეზისი – რეალური თუ ცრუ მეცნიერება?

„ფსიქოკინესიზი“ ბერძნული სიტყვაა, რომელიც გონებით რაიმეს გადაადგილებას, შეცვლას ნიშნავს. ეს მოვლენა ასევე ცნობილია ტელეკინეზის სახელით. ხანდახან შემოკლებითი PK (ფსიქოკინეზისი) და TK (ტელეკინეზისი), აღნიშნავს ნამდვილ გონების შესაძლებლობას, მოახდინოს ზეგავლენა ადამიანის გონებაზე, დროზე, სივრცეზე და ენერგიაზე, ამ სამყაროში უცნობი ფიზიკის კანონების მეშვეობით.

ძველად, ეს ყველაზე ძლიერ ფსიქიკურ ძალად მიაჩნდათ, რომელიც თითქმის უტოლდებოდა ღვთის ძალას. ტელეკინეზისის მაგალითებია გონებით რაიმე ნივთის გადაადგილება ან შეცვლა და ა.შ. მოვლენის შესწავლის დროს, აღმოჩნდა რომ ტელეკინეზისი პარაფსიქოლოგიის ერთგვარი ასპექტია.

ზოგი პარანორმალური მოვლენის მკვლევარნი მიიჩნევენ, რომ ტელეკინეზისი არსებობს და იმსახურებს შემდგომ, უფრო დეტალურ შესწავლას. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ რომ ტელეკინეზისი არ არსებობს, ხოლო ყველაფერი მის შესახებ არის ტყუილი, ილუზია, მეცნიერული მონაცემების სტატისტიკური მანიპულაცია და სხვა ბუნებრივად ახსნადი მოვლენები. ტელეკინეზისი კინოების, შოუებისა და გასართობი პროგრამების აქტუალური თემაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100