სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგლისელი ბუნებისმეტყველი, რომელმაც უჯრედი აღმოაჩინა

ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი და ტოპოგრაფი რობერტ ჰუკი 1635 წლის 18 ივლისს, ინგლისის კუნძულ უაიტზე დაიბადა. 1653 წელს, ჰუკი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მალე იგი ასისტენტად აჰყავს ქიმიკოს ჯონ უილკინზს, რომელიც შემდეგ რეკომენდაციას უწევს რობერტ ბოილთან.

პირველი სამუშაო, რომელიც ჰუკს ბოილმა დაავალა იყო ო. ჰორიკეს მიერ გამოგონებული ტუმბოს გაუმჯობესება. ახალგაზრდა კაცმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ სამუშაოს: ამ ტუმბოს გამოყენებით აღმოაჩინა რობერტ ბოილმა ბოილ-მარიოტის კანონის სახელით ცნობილი კანონი.

უილკინზმა და ბოილმა დააკავშირეს ჰუკი ბუნებისმცოდნეობის წრესთან, რომლის წევრებმაც 1660 წელს დაარსეს ლონდონის სამეფო საზოგადოება(ინგლისის მეცნიერებათა აკადემია). მათ შორის იყო ჰუკიც . 1662 წელს ჰუკმა მიიღო ამ საზოგადოების დემონსტრატორის თანამდებობა.

1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის ,,მიკროგრაფია”, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ექსპერიმენტებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე... ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ.

რობერტ ჰუკი, ეს ჭეშმარიტად მეცნიერ-ენციკლოპედისტი, გარდაიცვალა 1703 წლის 3 მარტს. მის გასვენებას ესწრებოდა, ყველა მეცნიერი ვინც იმხანად ლონდონში იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100