ერექციული დისფუნქცია სიცოცხლისთვისაც საშიში ყოფილა

მისისიპის უნივერსიტეტის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ერექციის პრობლემის მქონე მამაკაცებს სანერვიულო აქვთ არამხოლოდ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც.

მეცნიერთა განცხადებით ამ პრობლემის მქონე მამაკაცებში ნაადრევი სიკვდილის შანსი 70%-ით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მამაკაცებში.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი გახლავთ ერექციის პრობლემების კავშირი გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან. მოგეხსენებათ, ერექციის დისფუნქციის ყველაზე ხშირი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გახლავთ.

სტატისტიკის თანახმად მხოლოდ აშშ-ში ერექციული დისფუნქცია აწუხებს 18 მილიონ მამაკაცს. 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში კი ეს პრობლემა ყოველ მეხუთეს ეხება.

კომენტარი