სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ადამიანი, რომელმაც გამოიგონა მეოცე საუკუნე“

ნიკოლა ტესლა 1856 წელს, ავსტრო-უნგრეთში დაიბადა. სერბი და ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. საფრანგეთსა და აშშ-ში მოღვაწეობდა. 1891 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.

ტესლას პატენტებმა და თეორიულმა ნამუშევრებმა შექმნა ბაზისი თანამედროვე ტექნიკაში, რომლებიც მუშაობენ ცვლად დენზე, ასევე ელექტროძრავის ბევრფაზიან სისტემაზე რომლებიც საშუალებას აძლევს სამრეწველო რევოლუციის გადაყვანას მეორე ფაზაზე.

ის ასევე ცნობილია ეთერის ჰიპოთეზის მომხრედ. ტესლას სახელით მოიწოდება მაგნიტური ნაკადის სიმკვრივის საზომი ერთეული. თანამედროვე ბიოგრაფები თვლიდნენ ტესლას „ადამიანად რომელმაც გამოიგონა XX ს.“ და ახლანდელი ელექტროობის „ წმინდა მცველად“. რადიოს დემონსტრაციის შემდეგ ტესლამ მიიღო საერთაშორისო აღიარება, როგორც გამორჩეულმა ინჟინერ–ელექტრიკოსმა. დღეს ამტკიცებენ, რომ ნიკოლა ტესლამ წინასწარ იცოდა, თუ როგორ განვითარდებოდა მეცნიერება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100