სტოუნჰენჯი – უძველესი არქეოლოგიური ძეგლი

სტოუნჰენჯი პრეისტორიული მეგალითური მონუმენტია ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლზბერის ვაკეზე). მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი შედგება მიწაყრილისა და მის გარშემო წრიულად აღმართული უზარმაზარი ქვებისგან. სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც ასეულობით სამარხ მიწაყრილს მოიცავს.

არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა, გარს შემოვლებული მიწაყრილი კი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3 100 წლით თარიღდება.

2008 წელს, არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება, ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.

1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.

კომენტარი