პლინიუსის “ბუნების ისტორია”

“ბუნების ისტორია” პლინიუსის ერთადერთი ჩვენამდე მოღწეული ნაშრომია. მისი ეპოქისთვის ასეთ ფუნდამენტალურ ნაშრომს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წიგში პლინიუსმა თავი მოუყარა არა მარტო იმდროინდელ მეცნიერულ ცოდნას, არამედ საკუთარი აღმოჩენებიც აღწერა.

მიუხედავად სათაურისა, ეს ნაშრომი ბუნების წარსულს არანაირად არ ეხება, ლათინურ ენაში სიტყვა “ისტორიას” უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დღეს, იგი ასევე აღნიშნავდა კვლევას, მოძიებას, ამრიგად, სათაურის თარგმნა შესაძლოა როგორც “ბუნების კვლევა”, რაც უფრო ზუსტად ასახავს ენციკლოპედიის შიგთავსს.

ამ ნაშრომს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკურ ხანაში და მოგვიანებითაც, შუა საუკუნეებში, ამაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიც.

კომენტარი