მოგზაურობა “Google Earth” – ით, ოკეანის სიღრმეში

კომპანია “გუგლმა” პროგრამა “Google Earth” – ში ოკეანის რელიეფის მაღალი რეზოლუციით ნახვის ფუნქცია ჩაამატა.

ამის შემდეგ, მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ ნახონ და შეისწავლონ ჰუძონის კანიონი, რომელიც ატლანტის ოკეანეში, 600 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს, ლამონტის მთების ჯაჭვი წყნარ ოკეანეში, წყალქვეშა ქედი მენდისინო, ასევე, წყნარ ოკეანეში, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროსთან და ოკეანის სიღრმეებში განლაგებული სხვა საინტერესო ობიექტები.

ჯერჯერობით, “გუგლის” მეშვეობით, ნახვისთვის ხელმისაწვდომი, მსოფლიო ოკეანის სიღრმის მხოლოდ ექვსი პროცენტია, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ გეოგრაფიულ ბლოგზე ირწმუნება, რომ მალე ეს არეალი გაფართოვდება.

პროგრამის ახალი ფუნქციის შესაქმნელად, “გუგლს” ინფორმაცია 12-მა სამეცნიერო-სასწავლო ორგანიზაციამ მიაწოდა. პროგრამაში განყოფილება “ოკეანე” მსოფლიო ოკეანის დღეს განთავსდა.

კომენტარი