სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი აღმოჩენა ჩინეთში

ჩინეთის ძველი მცხოვრებლები სელექციის პრიმიტიულ მეთოდებს ჯერ კიდევ 10 ათასი წლის წინ მიმართავდნენ. ამ დასკვნამდე მეცნიერები ჩინეთში ბრინჯის ველური და კულტურული ჯიშების გენეტიკური ანალიზის შედეგად მივიდნენ. საკუთარი შრომის შედეგების შესახებ, ავტორებმა სტატია ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს. მოკლედ კი ამის შესახებ “New Scientist” წერს.

მკვლევარებმა, სხვადასხვა ფაქტების განხილვის შემდეგ დაადგინეს, რომ ათასწლეულების წინ, უძველესი ფერმერები ახალი ჯიშების გამოყვანას, სხვადასხვა სახეობების შეჯვარებით ცდილობდნენ. ამ მეთოდებით, ძველი ჩინელები ახერხებდნენ, რომ უფრო მეტი მოსავლიანობის მქონე ჯიშები გამოეყვანათ.

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა სხვა ჯგუფმა, რომელიც ევროპის მიწათმოქმედების ისტორიას სწავლობს, ანალოგიურ ფაქტებს ევროპის ტერიტორიაზეც მიაკვლია. სავარაუდოდ, ევროპაში ჯიშების შეჯვარების ტექნოლოგიები, ახლო აღმოსავლეთის გავლით შევიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100