სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ წარმოიქმნება “შავი ხვრელი?”

“შავი ხვრელი” არეა სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ, მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას, არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა. “შავი ხვრელი” სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

მეცნიერთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას, სინათლის ჩათვლით.

არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შესაძლებელია. ესენია: ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100