“აკვარიუმი” უძველეს გემზე

ძველ რომაელებს შეეძლოთ დაჭერილი ცოცხალი თევზის დიდ მანძილზე ტრანსპორტირება. ამ დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ორი ათასი წლის წინანდელ გემზე, სპეციალური ხელსაწყო აღმოაჩინეს. ეს ხელსაწყო, სავარაუდოდ, ცოცხალი თევზის დიდი ხნით შენახვის საშუალებას იძლეოდა. აღმოჩენის შესახებ სტატიები უკვე გამოქვეყნდა დასავლურ სამეცნიერო ჟურნალებში.

მკვლევარები ძველრომაულ ხომალდს 1986 წლიდან სწავლობდნენ. სწორედ ამ წელს ის ზღვაში, იტალიური ქალაქის, გრადოს სიახლოვეს იპოვეს. ხომალდის სიგრძე 16,5 მეტრს შეადგენს და მასზე 600 მსხვილი ამფორაა დამაგრებული.

მეცნიერებმა ხომალდი შეისწავლეს დ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ის, გარკვეულწილად, მაცივრის მსგავს ფუნქციას ასრულებდა. ძველი მეთევზეები, გარკვეული მექანიზმების საშუალებით, ზღვის წყალს ხომალდში ტუმბავდნენ, სადაც ცოცხალი თევზი ჰყავდათ. კვლევის ავტორების აზრით, ხომალდს 200 კილოგრამი ცოცხალი თევზის გადატანა შეეძლო.

კომენტარი