სატურნი – “მიწის ვარსკვლავი”(+ვიდეო)

სატურნი მზიდან სიშორით მეექვსე და სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში. პლანეტას რომაული ღმერთის, სატურნის სახელი ჰქვია. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში მას “მიწის ვარსკვლავად” მოიხსენიებენ.

სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.

სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვერისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ -ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ -ზე.

კომენტარი