უცნობი მინერალი

ლოს-ანჯელესის ოლქში გარემოს მუზეუმის მინერალების განყოფილების ხელმძღვანელმა ენტონი კამპფმა აფრიკის ჩრდილო-დასავლეთით ნაპოვნი მეტეორიტის კვლევის განმავლობაში აღმოაჩინა, რომ მასში მინერალი კროტიტი შედის. ეს მინერალი არასოდეს შეგვხვედრია ბუნებაში.

ციური სხეულის, რომლის შიგნითაც კროტიტია აღმოჩენილი, ინდექსია NWA 1934 CV3. იგი ჰონდრიტებს განეკუთვნება – ჩვეულებრივ მეტეორიტებს, რომლებიც დედამიწის ყველაზე ხშირი სტუმრები არიან. მეცნიერები თვლიან, რომ ჰონდრიტები ძირითადი სამშენებლო მასალაა ახალი პლანეტების დაბადებისას.

კროტიტის შესწავლა, რომელსაც ალექსანდრ კროტის პატივსაცემად დაარქვეს სახელი, მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გაიგონ მზის სისტემების განვითარების ადრეულ ეტაპებზე მიმდინარე პროცესები.

კომენტარი