მეკობრე „შავი წვერის“ გემი ხმელეთზეა

არქეოლოგებმა ზღვის ფსკერიდან ლეგენდარული მეკობრის, ედვარდ ტიჩის, იგივე „შავი წვერის“ ხომალდის ნაშთების ამოტანა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების არქეოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა.

ცნობილი ყაჩაღი კარიბის აუზში მე-18 საუკუნის დასაწყისში დათარეშობდა. როგორც გაირკვა, მისი ხომალდი მეჩეჩზე დაჯდა. სისხლიანი ბრძოლებისთვის იყო განკუთვნილი გემი 25 ზარბაზნით იყო აღჭურვილი.

ედვარდ ტიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეკობრეა ისტორიაში. მისი სახე რამდენიმე ფილმში, მათ შორის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ და რობერტ ლუის სტივენსონის ცნობილ რომანში „განძთა კუნძულშია“ გამოყენებული. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტიჩის მეკობრული კარიერის აყვავება 1716-1718 წლებს უკავშირდება.

კომენტარი