სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაცრისფერი თუთიყუშები კოლექტიურად შრომობენ

მეცნიერების დაკვირვებით, სპილოების, შიმპანზეეების და ყვავების მსგავსად, ნაცრისფერ თუთიყუშებს კოლექტიური შრომა შეუძლიათ. მათ დავალებების შესრულებაც ეხერხებათ და პარტნიორის მხარში დგომაც.

ამ დაკვირვების შედეგად, ნაცრისფერი თუთიყუში ცხოველთა სამყაროს ინტელექტუალურ ელიტაში შევიდნენ. მათ შეუძლიათ დავალების შესრულების დროს თანამშრომლობა, კოორდინაცია გარკვეული შემთხვევების დროს.

ექსპერიმენტებში მონაწილეობა დასავლეთ პარიზის უნივერსიტეტის ორინტოლოგებმა მიიღეს. სწორედ მათ გამოავლინეს თუთიყუშების გუნდური მუშაობის უნარი. ირკვევა, რომ თუთიყუშები ძალიან მეგობრულები არიან ერთმანეთის მიმართ, საკვების მოპოვებისას თუ სხვა ამოცანების შესრულებისას, თუმცა ეს უნარი მათ ინდივიდუალობას არ აკარგვინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100