მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ვიზუალიზაციით ოცნებები ხდება

ინფორმაციის 90%–ს მხედველობითი არხების მეშვეობით იღებს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვიზუალიზაციით ოცნებები ხდება.. ბევრი ადამიანი ცდილობს დაიწყოს საკუთარი ტავიდან სურვილების ახდენა და ამისათვისხშირად ვიზუალიზაციას მიმართავს.. ის საკუთარ წარმოსახვაში ხატავს სახლს, კარგ სამსახურს, ლამაზ ტანსაცმელს, ბევრ ფულს და ა.შ. მაგრამ, მის ცხოვრებაში ისევე როგორც ვიზუალიზაციამდე არ იყო არაფერი, არც ვიზუალიზაციის შემდეგ იცვლება რამე. მისთვის ვიზუალიზაციას იმედგაცრუების გარდა არ მოაქვს არაფერი. ასეთ ადამიანებს გარშემომყოფები ნეოცნებეებად მოიხსენიებენ და ზოგჯერ დასცინიან კიდეც ემოციურობის გამო
არსებობს ადამიანთა მეორე კატეგორია, რომლებიც არახდენენ არანაირ ვიზუალიზაციას, ყოველ დღე დაუზარებლად შრომობენ, მთელ ენერგიას საქმეს ახარჯავენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ბედნიერება და სიმდიდრე, მათთვის მაინც სანატრელია..
გამოდის რომ ვერც ვიზუალიზაცია და ვერც დაუზარელი შრომა სასურველ შედეგს ვერ იძლევა.
მოდი განვიხილოთ შემთხვევა ცხოვრებიდან:
ადამიანის (საცდელი ობიექტის) თანდასწრებით ცეცხლზე იქამდე გააცხელეს ჩვეულებრივი სუფრის კოვზი, სანამ ის ძალიან არ გაწითლდა და შემდეგ, ეს კოვზი მოულოდნელად მას ხელზე მიადეს. შედეგად ამ ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღო, არადა მთელი ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ მოულოდნელად ეს გავარვარებული კოვზი, ჩვეულებრივი ცივი კოვზით შეცვალეს და სწორედ ცივი კოვზი მიადეს მას. სინამდვილეში ამ ადამიანმა ცივი კოვზისგან მიიღო დამწვრობა.დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს კოვზის შეცვლა რომ შეემჩნია, ის არანაირ დამწვრობას არ მიიღებდა. ანუ, რამდენიც არ უნდა წარმოიდგინო გავარვარებული კოვზი და მიიდო ის ხელზე, შედეგი ყოველთვის ერთი იქნება – დამწვრობა არ გაგიჩნდება.

მხოლოდ სუფთა ცნობიერება და 100%-იანი რწმენა იძლევა საჭირო ეფექტს!

რეზიუმე:

1. დაისახე კონკრეტული მიზანი;

2. მოახდინე მიზნის ვიზუალიზაცია, ისე, რომ თითქოს უკვე მიაღწიე მას. რაც უფრო მეტ სიმკვეთრეს ჩააქსოვ შენს წარმოსახვაში, მით უფრო კარგია. წარმოსახვის დროს საქმეში ჩართე ყველა გრძნობის ორგანო. დაინახე ფერები, შეიგრძენი ემოციები, გაიმეორე პოზიტიური და შენს მიზანთან დაკავშირებული მტკიცებულებები. გახსოვდეს, რომ გამეორება ცოდნის დედაა!

3. დაიწყე მოქმედება და შენი მიზნისკენ შეუპოვარი მოძრაობა. მოქმედების დროს შენ გექნება ეჭვები და შიშები… შენ აუცილებლად აღმოჩნდები ემოციონალურ ორმოში, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ნორმალურია, ეს ასეც უნდა იყოს. აბსოლუტურად ყველამ გაიარა ეს გზა და არც შენ იქნები გამონაკლისი. გახსოვდეს, რომ ეჭვები აუცილებლად უნდა იყოს;

4. როდესაც შენი შეუპოვარი მოქმედებით გაანადგურებ ეჭვებს, შენი ოცნება რეალობად იქცევა.

როდესაც გაუგებარია მიზანი – გაუგებარია ცხოვრებაც!საჭიროა კონკრეტული მიზნისკენ, ნამდვილი მოქმედება და არა მოქმედების იმიტაცია. თუ შენი ცნობიერება იგრძნობს, რომ შენ არ ხარ გულწრფელი, ეს კიდევ უფრო დიდ ეჭვებს გამოიწვევს. ასე რომ იმოქმედე ენთუზიაზმით და თითოეულ ნაბიჯში მთელი შენი გული და სული ჩააქსოვე.

p.s"მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი". [მათ. 21,21.]

კომენტარი