სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყურვილი - ფიზიოლოგიური მდგომარეობა

წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე.

მოგვიანებით ძლიერდება ორგანიზმის აგზნებადობა, იწყება ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება, ბოდვა, ამას მოსდევს გრძნობის დაკარგვა და ბოლოს საშინელი ტანჯვით სიკვდილი.

ორგანიზმის ნორმალური დღიური მოთხოვნილება 2-3 ლიტრ წყალს უდრის. წყალი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან (საშუალოდ 1,5 ლიტრი დღე-ღამეში) და განავალთან (0,2 ლიტრი) ერთად, აგრეთვე ორთქლის სახით სუნთქვის დროს (დაახლოებით 0,43 ლიტრი დღე-ღამეში). წყლის მუდმივი დაკარგვა აუცილებელს ხდის სითხის ხელახლა მიღებას.

ცხელ ქვეყნებში ძლიერი ოფლის გამოყოფა, რომელიც საათში 0,9 ლიტრს უდრის, იწვევს არა მარტო წყლის დაკარგვას, არამედ მინერალური მარილების დაკარგვასაც. ეს, თავის მხრივ, ძალიან აძნელებს ორგანიზმში წყლის შენარჩუნებას, რის შედეგადაც უფრო მეტად იზრდება ოფლის დენა, წყურვილის მოკვლა კი არ ხერხდება. ამ შემთხვევაში წყალს მარილს უმატებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100