დაუჯერებელი ფაქტი: ტვინის შერყევის შედეგად აღმოჩენილი 13 ნიჭი

მოულოდნელი ცვლილება ამერიკელი თინეიჯერის ცხოვრებაში. ტვინის შერყევის გამო საავადმყოფოში რამდენიმე კვირის გატარების შემდეგ 19 წლის ლარკინ კონორსმა 13 მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა დაიწყო.

სქაი ნიუსის ცნობით მედიკოსები გაოცებულნი არიან რადგან თავის ტრამვის მიღებამდე ლარკინი სპორტსმენი იყო და ამ სფეროში სერიოზული გეგმებიც ჰქონდა, თუმცა თამაშის დროს მიღებულმა ტრამვამ მისი ცხოვრება შეცვალა.

საავადმყოფოდან გამოწერამდე ლარკინს მკურნალმა ექიმმა სპორტი აუკრძალა, თუმცა ბიჭმა ამის გამო დარდი ვერ მოასწო, ძალიან მალე ახალგაზრდამ საკუთარ თავში მუსიკალური ნიჭი აღმოაჩინა. მედიკოსები განმარტავენ, რომ თავის დარტყმის შედეგად ლარკინის ტვინის იმ ნაწილის სტიმულირება მოხდა, რომელსაც ბიჭი დაცემამდე არ იყენებდა.

კომენტარი