სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯადოსნური დასკვნა“ -ქალების ოცნებების ახდენას 38 წუთი ჰყოფნის?

კიბოს კვლევის საერთაშორისო ფონდის ექსპერტები (World Cancer Research Fund) ქალბატონებისთვის ე.წ. ჯადოსნურ დასკვნას აქვეყნებს. იმისათვის, რომ იყოთ ლამაზი, ახალგაზრდა, გამხდარი, ჯანმრთელი და მიმზიდველი ამ ყველაფრის მისაღწევად მხოლოდ ერთი რამ გახლავთ საჭირო, ივარჯიშეთ ყოველდღიურად 38 წუთი.

World Cancer Research Fund -ის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ თუ სუსტი სქესის წარმომადგენლები ყოველდღე 38 წუთს ივარჯიშებენ მიღწეული იქნება არამხოლოდ ქალბატონთა ზემოაღნიშნული მიზნები, არამედ მთელი 44%-ით შემცირდება საშვილოსნოს კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვარჯიში განსაკუთრებით აუცილებელი და მნიშვნელოვანია ასაკოვანი ქალბატონებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100