XXI-ე საუკუნე და კომპიუტერული სინდრომი

სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 70%-მოქალაქეებისა მუშაობს ოფისის პირობებში. მათი სამუშაო დღე გადის კონდიციონირებულ ოთახებში ხელოვნური განთების ქვეშ, მრავალრიცხოვანი დოკუმენტებსა და კომპიუტერთან მუშაობაში. სამსახურში საღამომდე, სახლში მისვლისას კი ვისვენებთ ტელევიზორთან ან ისევ კომპიუტერთან, ვიკარგებით რა ინტერნეტის უსაზღვროებაში. აი, ასეთია თანამედროვე რეალობა.

ამგვარი არაადექვატური მხედველობის დატვირთვა იწვევს მხედველობის ფუნქციების გაუარესებას. თვალები მალე იღლება, ჩნდება სიმშრალის და ქვიშის, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, თავის ტკივილები შუბლის და საფეთქლების მიდამოში, თვალების შეწითლება.

გეცნობათ ეს სიმპტომები?

ეს არის კომპიუტერული სინდრომი. რომელიც აერთიანებს ორ ასპექტს, ესაა “მშრალი თვალის სინდრომი” და “აკომოდაციის სპაზმი“. ხანგრძლივი, დაძაბული მხედველობითი მუშაოისას ახლო მანძილზე, ფიქსირებულ დისტანციაზე ( რაც ხდება კომპიუტერის მონიტორტან მუშაობისას) მცირდება ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რქოვანის ზედაპირი “გადაშრება”, საცრემლე აპკი ახლდება იშვიათად. შედეგად ჩნდება წვის, გასერვის, სიმშრალის, დისკომფორტის შეგძნება თვალებში - ეს არის პირველი გამოვლინება “მშრალი თვალის სინდრომისა”.

ამასთან, ხანგრძლივი დატვირთვა მხედველობის კუნთების აპარატისა იწვევს“აკომოდაციის სპაზმს”,რის შედეგადაც ნელდება ან ჩერდება ნივთიერებათა ცვლა თვალის სტრუქტურებში.

მხედველობის გადაღლილობა არის პირველი ნაბიჯი რასაც შემდგომში მივყავართ უფრო სერიოზულ პრობლემებამდე. ეს აქსიომაა, რომელსაც სამწუხაროდ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ვამჩნევთ რა ჩივილებს თვალების მხრივ, მივმართავთ თვითმკურნალობას. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი თვალები ძალიან ძვირფასი და სათუთია. არცოდნით შეიძლება მივაყენოთ გამოუსწორებელი ზიანი. დიაგნოზის დაზუსტება და სათანადო ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ძალიან კვალიფიცირებულ ექიმ-ოფთალმოლოგს ძალუძს. დგინდება მხედველობის გადაღლილობის და დაქვეითების მიზეზები. ინდივიდუალურად ირჩევა ვიტამინები, დამატენიანებლი წვეთები, კვება, თვალის ვარჯიშები, მასაჟი და სპეციალურად შემუშავებული “პროფილაქტიუკური პროგრამა მხედველობის აქტივაციისათვის”. ეს პროგრამა მოიცავს : ულტრაბგერას და მაგნიტოთერაპიას, ელექტროსტიმულაციას, მასაჟს ვაკუუმით, ვიდეო-კომპიუტერული აუტოტრენინგს და ლაზერული თერაპიას.

ეს პროცედურები აუმჯობესებს თვალში მიმდინარე პროცესებს და ხსნის დისკომფორტს, აკომოდაციის სპაზმს… თქვენი თვალები მიიღებენ მათთვის აუცილებელ დახმარებას და ამით ავიცილებთ სერიოზულ პრობლემებს.

დღევანდელ დღეს უნდა გავითავისოთ, რომ აუცილებლად მივმართოთ ოფთალმოლოგს პროფილაქტიკის მიზნით მინიმუმ ერთხელ წელიწადში.

თითოეული ადამიანის მიზანი უნდა იყოს ჯანმრთელი და ჯანსაღი მზერით შეხედოს სამყაროს…

კომენტარი