მეცნიერები გაოგნებულნი არიან, მექსიკაში მაიას ტომის ქალაქი აღმოაჩინეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკის ველური რაიონების კვლევისას მაიას ტომის უძველესი ქალაქი აღმოაჩინა. ეს გახლავთ კულტურული ცენტრი სადაც ოდესღაც ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ქალაქში ადამიანს ბოლო ათასი წლის განმავლობაში ფეხი აღარ დაუდგამს.

მაიას ქალაქი არქეოლოგებმა 2 კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინეს და გაოცებულნიც დარჩნენ, რადგან არცერთ ისტორიულ წყაროში მის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. ახლადაღმოჩენილი უძველესი ქალაქი 22 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და მისი უახლოესი დასახლებული პუნქტი ქალაქი ჩუტემალი 120 კმ-ითაა მისგან დაშორებული.

კომენტარი