სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალის ორგაზმი, მთქნარება, პლაცებოს ეფექტი და მეცნიერების ტოპ 10 აუხსნელი ფაქტი

10. სიგნალი wow - შეუძლებელია მეცნიერების ამოცანათა სიაში არ მოხვედრილიყო მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან დედამიწაზე შემოსული რადიოსიგნალი. 1977 წლის 15 აგვისტოს აშშ-ს კოსმოსის რადიოსიგნალების დაფიქსირების მიზნით შექმნილი პროგრამის ასტრონომმა 37 წამიანი სიგნალი დააფიქსირა. რადიოსიგნალის სიხშირის დადგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის დედამიწიდან 220 სინათლისწლის მანძილის მოშორებით მდებარე მშვილდოსნის თანავარსკვლავიდან მოდიოდა. მას შემდეგ თითქმის 40 წლი გავიდა მეცნიერები კი დღემდე ცდილობენ დაადგინონ რამდენად რეალური იყო წლების წინ დაფიქსირებული დაუჯერებელი რადიოსიგნალი.

9. ხომალდების Pioneer 10 და 11 უცნაური გაფრენა - კოსმოსურმა სამეცნიერო-კვლევითმა სადგურებმა Pioneer 10 და 11 (გაეშვა 1972 და 1973 წწ.) დიდი ხნის წინათ დაასრლეს მზის სისტემაში ფრენა, თუმცა მეცნიერები აქამდე უთმობენ მათ განსაკუთრებულ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ Pioneer 11 დაიკარგა, ორივე სამეცნიერო-კვლევითმა სადგურმა გაუთვალისწინებლად (და გაუგებრად თუ რატომ) ფრენის მიმართულება შეიცვალეს. თუმცა, გამოცანა ამით არ მთავრდება: როგორც ჩანს, ორივე ხომალდი ერთი და იგივე მიმართულებით გაფრინდა.

გაოგნებულ მეცნიერებს უამრავი ვარაუდი ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით: კომპიუტერული შეცდომები, მზის ქარები, საწვავის გაჟონვა. თუმცა ყველაფერი მხოლოდ ვარაუდის დონეზე დარჩა და ვერაფერი დამტკიცდა.

8. ქალის ორგაზმი - ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ქალის ორგაზმი – რუდიმენტული ცნებაა, ანუ მას არა აქვს არანაირი აშკარა ევოლუციური ფუნქცია. მათი აზრით, ქალის ორგაზმი არანაირად არ უწყობს ხელს იმას, რომ განაყოფიერების შანსები გაიზარდოს. სხვა მკვლევარები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელთა აზრი მცდარია, რადგანაც მხედველობაში არ იყო მიღებული ქალის ორგაზმის ფსიქოსოციალური ასპექტები.

7. ბნელი მატერია - მეცნიერების კიდევ ერთი გამოცანა ე.წ. ბნელი მატერია გახლავთ. გალაქტიკის შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკის კანონების თანახმად ის იმდენად მსუბუქია რომ არსებული გალაქტიკების სისტემა დიდი ხნინს წინ უნდა გატეხილიყო. აღნისნული დასკვნის გამოტანის შემდეგ მკვლევარებმა დაუშვეს ჰიპოტეზა, იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებობს უხილავი შავი მატერია, რომელიც ბალანსს იცავს. ცნობილია, რომ შავი მატერია სამყაროს მასის 90%ს შეადგენს თუმცა რას წარმოადგენს სინამდვილეში შავი მატერია ეს არავინ იცის.

6. სინათლის სიჩქარე - ეინშტეინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, არაფერია სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი. მეცნიერებს შეუძლებლის გაკეთება მოუწიათ, და მათ ეს გამოუვიდათ. 2000 წელსპრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მცირე აირისმაგვარი ცეზიუმით მიღებულ ორთქლში ლაზერული იმპულსიგაუშვეს. მკვლევარებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს: ლაზერული იმპულსი მარჯვენა სივრცეში უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა, ვიდრე სინათლე.

5. პლაცებოს ეფექტი - პლაცებოს ეფექტი ეწოდება მოვლენას როდესაც ადამიანი წამლის ნაცვლად შეცდომით სვამს რაიმე წამლის მსგავს ნივთიერებას და დაავადებისგან იკურნება. მედიცინის ისტორიაში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, პაციენტი იღებს აბსოლიტურად უსარგებლო პრეპარატს და მხოლოდ რწმენით იკურნება.

პლაცებოს ეფექტის კვლევას ყველაზე დიდი დრო პროფესორმა ფაბრიციო ბენედეტიმ დაუთმო. მან ჩაატარა ექსპერიმენტი რამდენიმე საავადმყოფოში, პაციენტებს რომლებიც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს საჭიროებდნენ ბენედეტიმ მორფინის ნაცვლად სხვა არატკივილგამაყუჩებელი წამლის ნემსებს უკეთებდნენ და მათ ტკივილი მაინც უყუჩდებოდათ.

ხანგრძლივი კვლევის შემდეგმეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლაცებოს ეფექტი პირდაპირ კავშირშია ტვინთან. მათი განმარტებით ადამიანის ტვინს მის ორგანიზმზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა რა გზით ახდენს ტვინი სხვა ორგანოებზე ამ ტიპის გავლენას მეცნიერებმა ვერ დაადგინეს.

4. ცივი ბირთვული სინთეზი - როდესაც ატომები საკმარისი ძალით ეჯახებიან ერთმანეთს, ისინი შეიძლება გაერთიანდნენ. ამ შერწყმასთან ერთადუზარმაზარი რაოდენობის ენერგია გამოიყოფა. ყველანაირი სამეცნიერო თეორია გვიმტკიცებს იმას, რომ ასეთი რამ მხოლოდ წარმოუდგენლად ძლიერი ენერგეტიკის გარემოში შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მზის ბირთვში.

თუმცა, მეცნიერულმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ მსგავსი რამის მიღწევა რეალურ გარემოშიც შეიძლება. თუ კი თქვენ წყალში (რომელშიც დეიტერიუმი და მძიმე წყალბადია) მყოფი პალადიუმის ელექტროდებს შორის ელექტროობას გაატარებთ, წარმოუდგენელი ფენომენი თქვენს თვალწინ მოხდება.

3. მთქნარება - მთქნარებას ჩვეულებრივ დაღლილობისა და ნაღველის ნიშნად მიიჩნევენ, თუმცა არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ადამიანი არა მარტო მაშინ ამთქნარებს როდესაც მოწყენილია ან ეძინება. ანაერობული ათლეტები, ისეთები როგორიც არიან შტანგისტები ან სპრინტერები ხშირად ამჩნევენ, რომ ძალიან აქტიური ვარჯიშებისა და შეჯიბრისას ამთქნარებენ. მთქნარება ყველაფერთან ერთად აუხსნელად «გადამდებია»: თუ კი თქვენს გვერდით ვინმე ამთქნარებს, თქვენს აუცილებლად მოგინდებათ იგივეს გაკეთება.

მთქნარების ერთ-ერთ ჰოპოთეტურ ფუნქციად ნახშირორჟანგის გაზის დაგროვებაა. თუმცა ეს ვერ ხსნის მთქნარების ყველა ასპექტს: მაგალითად, იმას, რატომ არის იგი ასე გადამდები.

2. ბნელი მატერია - გალაქტიკის შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკის კანონების თანახმად ის იმდენად მსუბუქია რომ არსებული გალაქტიკების სისტემა დიდი ხნინს წინ უნდა გატეხილიყო. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შემდეგ მკვლევარებმა დაუშვეს ჰიპოტეზა, იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებობს უხილავი ბნელი მატერია, რომელიც ბალანსს იცავს. ცნობილია, რომ ბნელი მატერია სამყაროს მასის 90%ს შეადგენს თუმცა რას წარმოადგენს სინამდვილეში შავი მატერია ეს არავინ იცის.

1. რა იყო მანამდე და რა იქნება მერე - არსებობს დიდი რაოდენობით თეორია, რომლებიც აღწერენ იმას, თუ რა მოხდება თუ კი ბოლოს და ბოლოს სამყაროს აღსასრული დადგება. მაგრამ ამას გარდა, ჩვენი სამყაროს წარმოშობის უამრავი განსხვავებული ჰიპოთეზაც არის. ამ შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი კვანტური მექანიკის სპეციალისტი იყო რათა თქვა, რომ ნებისმიერი ეს თეორია შეუძლებელია სიმართლეზე შემოწმდეს.

ზოგიერთ კითხვაზე უბრალოდ შეუძლებელია პასუხის გაცემა. სად მოხვდება ადამიანი სიკვდილის შემდგომ? რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი? ეს კითხვები კიდევ დიდხანს არ მოასვენებს კაცობრიობის ცნობიერებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100