სისხლიანი გარჩევა ქობულეთში, მოკლულია ერთი ადამიანი

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ერთი ახალგაზრდა მოკლეს, სამი კი - დაჭრეს.
მკვლელობისა და დაჭრის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
თვითმხილველთა განცხადებით, მოკლულ ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარი