სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც გორში ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა, თავი ჩამოიხრჩო

მამაკაცმა, რომელმაც ერთი თვის წინ, გორში ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ინტერპრესნიუსის“ განცხადებით მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს.
გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეც აღნიშნული მუხლითაა აღძრული.
გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე თებერვლის დასაწყისში მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებდნენ, შემთხვევის შემდეგ ის არავის უნახავს. დღემდე არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა და თავს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100