სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმა ბილანის სახლი გაძარცვეს

ახალ მოსკოვში მომღერალ დიმა ბილანის სახლი დააყაჩაღეს.

მძარცველებმა სახლიდან სეიფი გაიტაცეს, რომელშიც ფული, ძვირფასი სამკაულები და საათები ინახებოდა. მოპარულია 60 ათასი ევრო და 20 ათასი დოლარი, ასევე 1,5 მილიონ რუბლად შეფასებული საათი და 650 ათას რუბლად შეფასებული სამაჯური. ძარცვის შედეგად ბილანმა ჯამში 9 მილიონი რუბლი დაკარგა.

როგორც ცნობილია პარასკევს საღამოს სახლში დაბრუნებულ დიმას სახლის კარი გატეხილი დახვდა. მძარცველები პროფესიონალები იყვნენ, რადგან ისინი გაუსხლტდნენ არამხოლოდ დაცვას, არამედ სათვალთვალო კამერებსაც, რადგან მათი სახეების დაფიქსირება ვერცერთმა ვერ მოახერხა, ჩანაწერებზე ჩანს სილუეტები, მაგრამ სახე კამერებისკენ არცერთს არ მიუტრიალებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100