სამართალდამცველებმა არყის მოპარვის და მისი სკვერში დალევისთვის სამი ახალგაზრდა დააკავეს

სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში 3 პირი დააკავეს, 1 მათგანი კი დააჯარიმეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდამ ერთ-ერთი მაღაზიიდან არაყი მოიპარა და სკვერში დალევა დაიწყო, სადაც მათ კიდევ ორი ახალგაზრდა შეუერთდა. ორი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.

კომენტარი