სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციხეში საყვარელი ქალის ნაცვლად ჩაჯდა და....

მოსკოველი სერგეი პოპოვი ცოლს გაცილებული განათლებული მამაკაცი გახლდათ, თუმცა იმ ქარხნის დახურვის შემდეგ სადაც მუშაობდა ტაქსისტობა დაიწყო. საკუთარი თავისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა, თუმცა სტიპტიზიორი ტატიანას გაცნობის შემდეგ აზრი შეიცვალა, რადგან ლამაზმანმა მისი გული პირველივე შეხვედრისას დაიპყრო.

ტატიანას ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, მაგრამ სერგეი იმედოვნებდა, რომ ალკოჰოლისგან მის განკურნებას შეძლებდა. სტრიპტიზბარიდან მისი წამოყვანაც უნდოდა, მაგრამ ტატიანამ მოკლე პასუხი გასცა „ტაქტსისტის შემოსავალი არ გვეყოფაო“

სერგეის ცხოვრების მთავარი ტრაგედია 2003 წლის 23 მაისს დაიწყო. ტატიანას დაბადების დღეზე, მისი ნასვამი დაქალი ნასტია მათთან დარჩა, დილით კი ნასტია მკვდარი იპოვეს. პოპოვმა პოლიციას განუცხადა, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა.

სერგეის 11 წელი მიუსაჯეს, 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ გამოძიება თავიდან დაიწყო, რადგან პატიმარმა ადვოკატი დაიქირავა და საკუთარი სიმართლის მტკიცება დაიწყო.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის დღეს სერგეი მაღაზიაში გავიდა, დაბრუნებულს სახლში გვამი დახვდა, დაურეკა ტატიანას, ქალი ატირდა და აღიარა, რომ მკვლელობა მისი ჩადენილი იყო. სერგეის ეგონა, რომ ტატიანამ მეგობარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რადგან იმ საღამოს ნასტია პოპოვს ეფლირტავებოდა.

ადვოკატმა სერგეის უდანაშაულობის დამტკიცება შეძლო, თუმცა ეს დროში გაიწელა და პოპოვს ციხეში 7 წლის გატარება მაინც მოუწია.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სერგეი პოპოვმა ისევ ტაქსისტად დაიწყო მუშაობა, ერთ საღამოს მგზავრთან შელაპარაკება მოუვიდა, უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და სერგეი ისევ დაბრუნდა ციხეში, ამჯერად უკვე სამი წლით.

„არ უნდა ამეღო მაშინ სხვისი დანაშაული საკუთარ თავზე, ვფიქრობ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად განვითარდებოდა, რომ არა ციხე“ - განაცხადა სერგეიმ რუსულ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100