სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია თბილისში, დაღუპულია სამი ახალგაზრდა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. აღმაშენებლის ხეივანში "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

ავტომანქანა, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამაშველო დახმარების ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიცია. გარდაცვლილები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100