სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში 88 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვეს და აწამეს

newpress.ge - ის ინფორმაციით, ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N2 - ში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, 88 წლის გოგი გრძელიძე გაძარცვეს და აწამეს.

როგორც დაზარალებულის მეზობლები newpress.ge-სთან საუბარში განმარტავენ, მძარცველმა სოციალურად დაუცველის ჭიშკარი გატეხა, დაზარალებული რკინის ბლაგვი იარაღით სასტიკად სცემა და მიიმალა.

მეზობლების თქმით, დაზარალებულმა მძარცველის მიმალვის შემდეგ დასახმარებლად მათ მიმართა.

გოგი გრძელიძის მეზობლეები ამბობენ, რომ ძარცველიც მათივე მეზობელად ცხოვრობს.

"არვიცი რა მოტივით გააკეთა ეს. წლების წინ მოხუცთან ნაჩხუბარი იყო. ჩვენ საშველად თვითონ მოხუცმა დაგვიძახა და მე რომ გავიგე უკვე ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც ვიცი მძარცველი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მუხუცი სასტიკად ნაწამები და დასისხლიანებული იყო. მოხუცის ნათქვამით, მან თავი მოაჩვენა, თითქოს, მკვდარი იყო და ამის შემდეგ მძარცველმა გრძელიძის ქათმები მოიპარა. ეს მოხუცმა თავისი თვალით დაინახა,"- ამბობს დაზარალებულის მეზობელი ირინა ფეტისოვა.

მისივე თქმით, დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, თბილისში იმყოფება, ხოლო მძარცველი დაკავებული არ არის.

"სამი დღე დადიოდა აქ გამომძიებელი და დამნაშავე შემდეგ გამოუშვეს იმიტომ, რომ როგორც ვიცით ოჯახს საჩივარი არ აქვს შეტანილი. რაც წაიღო სახლიდან ძარცვის დროს, დააბრუნებინეს უკან. როგორც გამომძიებელმა თქვა, დამნაშავეს ნასამართლეობა მაინც ექნება და მას მძიმე მუხლით გაასამართლებენ,"- ამბობს გრძელიძის მეზობელი.

ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N2 - ში დანაშაულის ფაქტი 17 მარტს, ღამის საათებში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში newpress.ge-ს განუმარტეს, რომ ჩადენილ დანაშაულს ძარცვის კვალიფიკაცია აქვს.

"დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს, მაგრამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგ მოხდება დაკავება. ეჭვმიტანილი თანამშრომლობს გამოძიებასთან. მას სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გაასამართლებენ" - განუცხადეს newpress.ge-ს შსს პრესსამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100