51 წლის მამაკაცმა 17 წლის გოგონა გააუპატიურა და შემდეგ წამებით მოკლა

საზარელი შემთხვევა მოხდა მარნეულის რაიონში - 51 წლის მამაკაცი 17 წლის გოგონას გაუპატიურებასა და წამებით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

მეზობლების თქმით, თავდამსხმელმა მსხვერპლზე ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაიტანა, დაწვა და იქვე დამარხა.

სოფელ თამარისის მცხოვრებლები ყვებიან, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონას სახელით წერილიც დაწერა, სადაც ის მშობლებს საკუთარი გათხოვების შესახებ ატყობინებდა.

წერილის პოვნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოკლულის ცხედარი ადგილზე კინოლოგების მიყვანის შემდეგ აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა მამაკაცმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.


კომენტარი