გორის სასტუმროში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორში, სასტუმრო ინტურისტისშენობაში, ერთ-ერთ ნომერში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც სასტუმროს დირექტორი ნუნუ საბანაძე აცხადებს, თბილისში მცხოვრები შალვა სადაღაშვილი სასტუმროში 4 დღის წინ შევიდა.
"4 დღის წინ შემოვიდა ჩვენს სასტუმროში და ნომერი იქირავა. მას თან არავინ ახლდა, აღნიშნული მამაკაცი ნერვიულობდა, რომ თბილისი-გორის გზაზე ავტომანქანა დაუზიანდა, თუმცა, სხვა კონკრეტულ დეტალებზე ჩვენთან არ უსაუბრია. გუშინ საღამოს ნომრიდან აღარ გამოსულა. დღეს კი იძულებული გავხდით, სათადარიგო გასაღებით გაგვეღო კარი. მამაკაცი ნომერში ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ", - აცხადებს სასტუმრო „ინტურისტის" დირექტორი ნუნუ საბანაძე.
ამ წუთებში სასტუმროში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივი უცნობია.

კომენტარი