მარიამ კოჩალიძის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

მარიამ კოჩალიძის მკვლელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიებისას დადგინდა მკვლელის ვინაობა. ის არის 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანი.

მოჰამადამინ როოინთანი პატიმრობაში არ იმყოფება. სავარაუდოდ, მას თურქეთის ტერიტორია არ დაუტოვებია.

16 წლის მარიამ კოჩალიძე ყელის არეში მიყენებული ჭრილობით 22 ივნისს, გვიან საღამოს, ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს.

კომენტარი