1 თვე, 2 თურქი მძღოლი და 9 დაღუპული ქართველი

პოლიცია იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ეძებს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

შემთხვევა დაბა შეკვეთილში მოხდა. მსუბუქ ავტომობილს თურქეთიდან მომავალი ტრაილერი დაეჯახა.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი იჯდა. შემთხვევის შედეგად ყველა მათგანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი 27.06.2013-ში ქუთაისშიც მოხდა. მაშინ თურქული სატვირთო ავტომობილისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარი