ოზურგეთში ყაჩაღებმა მამაკაცი დაჭრეს

ოზურგეთის რაიონში ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
სოფელ ლიხაურში სამი ნიღბიანი პირი დოლიძეების ოჯახში შეიჭრა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ოჯახის წევრებმა ბოროტმოქმედებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთ წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით ბოროტმოქმედებმა სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს. დაჭრილი მკურნალობას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარი