წუხელ გვიან ღამით ყაზბეგის გამზირზე მამაკაცი მოკლეს

გვიან ღამით თბილისში, ყაზბეგის გამზირის ნომერ 31-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ყაჩაღობის მიზნით 50 წლის მამაკაცმა ჯიხურში მომუშავე მოლარე-ოპერატორი ჯერ მძევლად აიყვანა, შემდეგ კი მოკლა.
დამნაშავე სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

მომხდარის დეტალების გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს. შსს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარი